fbpx

ციფრული სარეკლამო ფორმატები და CoVid-19: სად უნდა განათავსოთ რეკლამა პანდემიის დროს

CoVid-19-ის პროგრესთან ერთად, კომპანიებმა ბიუჯეტის ფრთხილად გადანაწილება დაიწყეს, რამაც, უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი სარეკლამო ფორმატების შექმნით, ახალ გარემოსთან ადაპტაცია განაპირობა.

 

ზოგიერთმა ციფრულმა არხმა კრიზისის დროს ეფექტურობა დაკარგა; კარანტინმა კი იმდენად შეცვალა ადამიანთა ქცევის პატერნები, რომ ბაზარზე სიახლეების დანერგვა გახდა საჭირო.

 

გაგაცნობთ პროგრამატიკული მარკეტინგის რამდენიმე ფორმატს, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით კარგად მუშაობს:

 

ციფრული აუდიო რეკლამა

 

ციფრული აუდიო ფორმატი პოდკასტებსა და მუსიკალური სერვისის პროვაიდერებს აერთიანებს, რომელთა საშუალებითაც, მომხმარებელი პერსონალიზებული რეკლამის საკმაოდ ფართო სპექტრს იღებს.

 

მსოფლიო ტენდენციების მიხედვით, პოპულარულმა მუსიკალურმა პლატფორმებმა პანდემიის დროს მსმენელთა ნაწილი დაკარგეს. ამის მაგალითია Spotify, რადგან მისი “ტოპ 200 სიმღერის ჩარტი”-ს მაჩვენებელი 11%-ით დაეცა.

 

ამ ფენომენის მთავარ მიზეზად მომხმარებელთა ქცევის ცვლილება სახელდება. აუდიო მასალის მოსმენა ხშირად ყოველდღიური რუტინის ნაწილია და თან ახლავს სამსახურში წასვლას, მოგზაურობას, სპორტდარბაზში ვარჯიშსა და ა.შ. როდესაც ამ ქცევებმა ადამიანთა ცხოვრებაში რელევანტურობა დაკარგეს, საჭირო გახდა ახალ მუსიკალურ ჩვევებზე დაკვირვება.

 

კარანტინის დროს ადამიანებმა მუსიკის მოსმენა დღის სხვადასხვა მონაკვეთში დაიწყეს, რამაც Amazon Alexa-სა და Google Assistant-ზე მოთხოვნა 100%-ით გაზარდა. როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის პირობებში ყურსასმენები საოჯახო მოწყობილობებმა ჩაანაცვლა.

 

ეს აისახა ციფრულ აუდიო რეკლამირებაზეც, რადგან სამიზნე აუდიტორიაში მთელი ოჯახი მოექცა და შთაბეჭდილების მოსახდენად უფრო დიდი ძალისხმევის ჩადება გახდა საჭირო.

 

CTV და OTT

 

მსოფლიო ტენდენციის მიხედვით, ტრადიციული ტელევიზიის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამ მოწყობილობას თანამედროვე ვიდეო კონტენტის საყურებლად იყენებს. ვიდეო კონტენტს შორის არის: სმარტ TV, სათამაშო კონსოლი ან ნებისმიერი ინტერნეტ მომსახურება, რომელიც ტელევიზორთანაა დაკავშირებული. CTV ედვერთაიზერებს შესანიშნავი პირობებით უზრუნველყოფს, რაც რეკლამების ხარისხიან აუდიო ვერსიასა და HD ვიდეოს აერთიანებს.

 

პანდემიამ ციფრული მარკეტინგის ეს მიმართულება საერთოდ არ დააზარალა. სექტორის შემოსავლები წელს 25.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 2024 წლისთვის კი 30.4 მილიარდი დოლარი იქნება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კორონავირუსმა საგრძნობლად შეუწყო ხელი ვიდეო ინდუსტრიის ზრდას.

 

IAB- ის ანგარიშის თანახმად, ედვერთაიზერები OTT / CTV მოწყობილობაზე თარგეთირებას 35% -ით ზრდიან მსოფლიოში არსებული ვითარების საპასუხოდ.

 

აპლიკაციების რეკლამები

 

აპის შიდა რეკლამა ბაზარზე ყველაზე სწრაფად ზრდადი ფორმატია. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზის გამო:

 

  • აპლიკაციის რეკლამას უფრო მეტი კლიკი აქვს, ვიდრე მობილურის ვებ ვერსიას;
  • მომხმარებლისთვის მისი აღქმა უფრო მარტივია, რადგან ორგანულადაა ინტეგრირებული ინტერფეისში;
  • ბევრი აპლიკაცია ისეთი ინტერაქტიული რეკლამების განთავსების საშუალებას იძლევა, რომლებიც განსაზღვრულ დროს ჩნდებიან;
  • აპლიკაცია აგროვებს გეოგრაფიულ და ქცევით მონაცემებს, რაც ტარგეტირების იდეალური შანსია.

 

მასობრივმა დაავადებამ აპლიკაციების მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. აღმოჩნდა, რომ სახლში დარჩენილი ადამიანები მობილურ მოწყობილობებს უფრო დიდი ხნით იყენებენ, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში.  2020 წლის პირველ კვარტალში, სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობის ყოველკვირეული დრო 20% -ით გაიზარდა. მომხმარებლებმა ჩამოტვირთეს 31 მილიარდი ახალი პროგრამა, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 15% -ით მეტია.

 

განსაკუთრებით ზრდადი ტენდენცია შეინიშნება თამაშების, მუსიკალურ, ფიტნეს და ნიუსური ტიპის აპლიკაციების მოხმარებაში.

 

ამ მაჩვენებლების მიუხედავად, მობილური რეკლამირების ბიუჯეტი მცირდება, რაც CPM– ის 14.8% –იან ვარდნას ნიშნავს.

 

Admixer.DSP მობილური აპების სხვადასხვა ფორმატში სარეკლამო კამპანიების დასაყენებლად იდეალური საშუალება, რადგან სხვადასხვა ტიპის მომხმარებელთან მარტივად შეუძლია დაკავშირება.

 

თამაშებში ჩაშენებული რეკლამები

 

რეკლამები, რომლებიც თამაშებშია განთავსებული მომხმარებლის პირდაპირ ურთიერთქმედებასა და ჩართულობას საჭიროებენ. ეს ედვერთაიზერებს საქმეს უმარტივებთ და ისეთი მონაცემების კონტროლის საშუალებას აძლევთ, როგორებიცაა – ჩართულობა, ტარგეტიება და სხვა.

 

მსოფლიო პანდემიის დროს, ძალიან მოიმატა ვიდეო თამაშების პოპულარობამ. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კარანტინის პირველ კვირას 75%-იანი ზრდა შეინიშნა. Steam-მა კი, ვირტუალურმა თამაშების უდიდესმა ბაზარმა, მომხმარებელთა რეკორდულ რიცხვს – 20 მილიონს მიაღწია.

 

იმ სტრესულ ვითარებაში, რომლის წინაშეც მსოფლიო დღეს დგას რეკლამების თამაშებში განთავსება საგრძნობლად იზრდება. ედვერთაიზერებს სურთ გამოიყენონ შესაძლებლობა, როდესაც CPM დაბალი და რეთარგეთირება შედარებით იშვიათია.

 

DOOH

 

DOOH არის adtech- ის მედია, რომელიც ბილბორდებისა და ბანერების საშუალებით მომხმარებლებს უკავშირდება. ეს შეხების წერტილები არის მაშინ, როდესაც ადამიანები მიდიან სამსახურში ან საჯარო ადგილებში, ასევე საშოპინგოდ ან გასართობად. Adtech- მა ამ მოცემულობას კიდევ ერთი შრე – ციფრული განზომილება დაამატა.

 

პროგრამატიკული ინდუსტრია DOOH-სა და მის შესაძლებლობას, რომ მისწვდეს თარგეთირებულ აუდიტორიას, საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებდა. ამ ტექნოლოგიით სარეკლამო სივრცეებში მონაცემები მობილურიდან გაგზავნილი ლოკაციის მიხედვით რეგულირდება და საკმაოდ მაღალი ეფექტურობის მაჩვენებლით გამოირჩევა.

 

CoVid-19-ის პირობებში, ადამიანები მასშტაბურად რჩებიან სახლში და თავს არიდებენ საჯარო სივრცეში გამოჩენას, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ  DOOH- სთვის გამოყოფილი რეკლამების რაოდენობა 45% -ით შემცირდა.

 

ამის მიუხედავად, DOOH -მა მაინც შეძლო ამ ახალ გამოწვევასთან ადაპტაცია და ისეთ ადგილებში გადაინაცვლა, სადაც პანდემიის დროს ხალხმრავლობაა. მათ შორისაა – სასურსათო მაღაზიები, საცხოვრებელი კომპლექსები და აფთიაქები.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn