fbpx

Admixer GE – საერთაშორისო ეკოსისტემა ქართულ პროგრამატიკულ მარკეტინგში

Admixer GE

Admixer GE სარეკლამო პროდუქტების პროგრამატიკული ეკოსისტემაა, რომელიც ინტერაქტიული ბაზრის ყველა მონაწილეს ბიზნესამოცანების შესრულებასა და მიზნების მიღწევაში ეხმარება.

 

Admixer-ის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებისა და ქართველი პროფესიონალთა გუნდის დახმარებით, ლოკალური მოთამაშეები მსოფლიო ციფრულ ბაზარზე განსაზღვრულ ადგილს მოიპოვებენ. ამასთანავე, ინვენტარისა თუ მონაცემების ყიდვა–გაყიდვას, ოპტიმიზაციასა და საკუთარი პროდუქტების შექმნას მარტივად შეძლებენ.

 

 

Admixer-ი ფაბლიშერებისთვის

 

 

Admixer-ი საქართველოს ბაზარზე მომუშავე ფაბლიშერებს პროგრამატიკული ეკოსისტემის საკმაოდ ბევრ პროდუქტს სთავაზობს.

 

ვიზუალური მონაცემების ანალიზი პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია; ქსელში ჩართულ ფაბლიშერებს განახლებად სტატისტიკასთან წვდომა მუდმივად შეეძლებათ.

 

გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ბაზარზე არსებული ყველა სარეკლამო ფორმატი: დისფლეი, Rich-media, პრეროლები/მიდროლები, რეკლამა მობილურ აპლიკაციებსა თუ თამაშებში და ა.შ.

 

მოწესრიგებულია CRM სისტემაც, რომელიც მონეტიზაციის მონიტორინგის ეფექტური საშუალება და მოგების მიღების ძირითადი წყაროა.

 

 

Admixer-ის ეკოსისტემა აღჭურვილია Ad Campaign Forecasting ალგორითმითაც, რომელიც პროფილის გააქტიურებისთანავე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობას, კლიკებსა და impression-ებს ითვლის. შესაბამისად, მარტივდება ბიზნესამოცანების შესრულება რეალურ მონაცემებსა და წინასწარ პროგნოზებზე დაყრდნობით.

 

 

 

Admixer-ი ედვერთაიზერებისთვის

 

 

admixer.DSP ედვერთაიზერებისთვის შექმნილი პროგრამატიკული ეკოსისტემის პროდუქტია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაცემების მართვას, კრეატიული ფორმატების ბიბლიოთეკაზე წვდომასა და საუკეთესო ლოკალური თუ გლობალური ინვენტარით სარგებლობას უზრუნველყოფს.

 

ქსელში ჩართული ედვერთაიზერები მომხმარებლებისა და მათი ქცევების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ედმიქსერის საინფორმაციო წყაროებიდან:  Admixer.Network, Admixer.Publisher, Admixer.TradeDesk.

 

   

 

აღსანიშნავია შესყიდვის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანიც; ედმიქსერის პლატფორმის გამოყენებით ედვერთაიზერები აუქციონებში მონაწილეობას (RTB), პრივატულ ბაზარზე წვდომასა და პირდაპირი გარიგებების წარმოებას შეძლებენ.

 

 

Admixer-ის მომსახურების პაკეტები

 

 

Admixer საქართველოს ბაზარზე მომუშავე დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობის სამ ფორმატს სთავაზობს :

 

 

თვითმომსახურება

თუ პროგრამატიკული სისტემის მართვა დამოუკიდებლად გსურთ, ყველა საჭირო პროდუქტს მოგაწვდით. გარდა ამისა, თქვენს თანამშრომლებს Admixer-ის პლატფორმის ძირითადი პრინციპების შესწავლასა და გამართვაშიც დავეხმარებით;

 

შერეული სისტემა

თუ კამპანიების მართვას მარტოც გაართმევთ თავს, მაგრამ ოპტიმიზაციაში რეგულარული დახმარება გჭირდებათ, ჩვენი სპეციალისტები ამ მომსახურებას გაგიწევენ და თქვენს ყველა კითხვას გასცემენ პასუხს;

 

სრული პაკეტი

თუ თქვენი კამპანიების მართვას ჩვენს პროფესიონალთა გუნდს გადააბარებთ, Admixer GE-სგან  პრემიუმ ხარისხის მენეჯმენტს, მხარდაჭერასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას მიიღებთ.

 

Admixer GE პარტნიორი და წარმომადგენელია ისეთი საერთაშორისო პროდუქტებისა, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა. შესაბამისად, კომპანია ადგილობრივ ციფრულ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას ნერგავს.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn